- ისტორიული ფემინოლოგია
- 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა ისტორიული ფემინოლოგია ანუ, „ქალთა ისტორია“. ფემინისტები შეისწავლიან ისტორიას „დროსა“ და „სივრცეში“ სქესებით გაშვალებულს, გეოგრაფიული, ეთნო-კულტურული და ქრონოლოგიური ფაქტორიების გათვალისწინებით. ამას ეწოდება „ისტორიული ფემინოლოგია“. ისტორიული ფემინილოგია შეისწავლის რეალობის ცვლილებას „დროსა“ და „სივრცეში“ ქალთა სქესის მონაწილეობით. უფრო მარტივარ რომ ვთქვათ, ისტორიული ფემინოლოგიის საგანია „ქალები ისტორიაში“, ეს არის მათი სოციალური სტატუსისა და ფუნქციონალური როლების ცვლილებათა ისტორია, მეორე მხრივ კი ეს არის „ქალის ისტორია“ ანუ ქალის თვალით დანახული, ქალური გამოცდილების პოზიციიდან დაწერილი ისტორია.Source: ჯავახიშვილი მანანა. გენდერული კვლევები და ისტორიული მეცნიერება. [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
Georgian encyclopedia. 2013.